ზესტაფონში გზის საფარის ჩანგრევას მანგანუმის მოპოვების სამუშაოებს უკავშირებენ
ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე გზის საფარი ჩაინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა მანგანუმის მოპოვების ინტენსიურმა სამუშაოებმა გამოიწვია, რამაც ქუჩა დააზიანა.
"ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძირის გამოთხრა ჭანტურიას ქუჩისთვის და დაინტერესებული პირები მანგანუმის მოპოვებას აგრძელებენ, ეს კი საფრთხეს უქმნის თითოეულ ადამიანს, რადგან აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება დღითიდღე საშიში ხდება"-აცხადებს ადგილობრივი გიგა გაბრიჭიძე.
ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირევით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















