|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქიამ სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე ხე მოგლიჯა. ხე ავტომანქანას დაეცა, მასში არავინ იჯდა. ხის წაქცევის შედეგად პრობლემები შეექმნდა ქუჩაში მოძრაო საზოგადოებრივ ტრანსპორტს- შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ამ დროისთვის რეგიონიდან შემოსულია 210 შეტყობინება.

ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შემოსულია 57 შეტყობინება.

ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა