|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსად ზვიად ჯავახია დაინიშნა

ქუთაისის მერიის ზედამხედევლობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, ზვიად ჯავახიამ მერიაში ახლადშექმნილ სამსახურში გადაინაცვლა. ის რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

"მერმა გადაწყვიტა, დამეკავებინა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა და როგორც საჯარო მოხელე, დავთანხმდი ამ გამოწვევას.  მზად ვარ შევასრულო დაკისრებული მოვალეობა და  მინდა, ისევე კარგად და კეთილსინდისიერად ვუპასუხო ამ გამოწვევას, როგორც აქამდე. ახლადშექმნილი სამსახურია და ბევრი გამოწვევაა. ჩვენი მიზანი იქნება ამ დავალების შესრულების დროსაც ვიყოთ გამჭვირვალე და ობიექტურები.  გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მუშაობა იყოს ეფექტიანი და შედეგიანი. აქვე უნდა აღვნიშნოთ,  აუდიტი არ ემსახურება სადამსჯელო საქმიანობას, არამედ სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნებს დებს და მოვუწოდებთ მოქალაქებს, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, მოგვამართონ, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ სრულყოფილი სერვისები მიიღონ"- განაცხადა ჯავახიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

ვინ შეცვლის ჯავახიას ზედამხედევლობის სამსახურში, უცნობია. ამ დროისათვის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს. 

ზვიად ჯავახია ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 2018 წელს დაინიშნა. წინა მერის დროს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა