|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამტრედია-ქუთაისის გზა არის ძალიან ძალიან სახიფათო"

 ქუთაისის შემოვლით  გზაზე მომხდარ ტრაგედიას პარლამენტარი ჩიორა ტაქტაქიშვილი ეხმიანება. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი  აღნიშნავს, რომ სამტრედია ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა ძალიან სახიფათოა, რადგან არ არის მოწესრიგებული საგზაო ნიშნები. 

"მე ამ გზაზე თვეში მინიმუმ 4-ჯერ დავდიოდი და ყოველ ჯერზე დიდი შიშით! არავითარი საგზაო ნიშანი, წინასწარი გაგრთხილება, გზა ხან ვიწროვდება, ხან გართოვდება, გაუგებარია, სად რა სიჩქარის ზღვარია და ასე სწრადად როგორ უნდა შეანელო, როცა საგზაო ნიშანიც არ გაფრთხილებს წინასწარ, და საერთოდ გზა ორმხრივია, თუ ცალმხრივი, შენ თვითონ უნდა გამოიცნო! სრული კატასტროფა!!!! მაინცდამაინც ასეთი ტრაგედია უნდა მომხდარიყო?  არადა, უამრავი ადამიანი ყვიროდა ამ პრობლემაზე ამ გზის გახსნის დღიდან. არ ვიცი, შეიძლება მიზეზი ზუსტად ეს არ იყო, მაგრამ ფაქტია, სამტრედია-ქუთაისის გზა არის ძალიან ძალიან სახიფათო."

შეგახსენებთ, გუშინ მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულები არიან რაგბისტები და მათი მეუღლეები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა