|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რჩება თუ არა ზაზა მეფარიშვილი ბურჭულაძის პარტიაში?

"სხვა პარტიებთან გაერთიანება დისკომფორტს არ მიქმნის", - განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა "ნიუპრესის" კითხვის პასუხად.  იმერეთის ყოფილ გუბერნატორს პოზიციის დაფიქსირება   პაატა ბურჭულაძის პარტიაში "სახელმწიფო ხალხისათვის" განვითარებული მოვლენების შემდეგ ვთხოვეთ. პარტია ახლახანს ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ მეტრეველმა დატოვა, ქუთაისის წარმომადგენელი სოსო გაბრიჭიძე კი რამდენიმე დღის წინ, როგორც თავად განაცხადა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დაემშვიდობა პარტიას.  

"ყველას აქვს თავისი არჩევანი, თუმცა გუნდი ბევრ ადამიანს არ დაუტოვებია", - განაცხადა მეფარიშვილმა პარტიის წევრების დემარშის შესახებ. 

მეფარიშვილის განცხადებით, ის აგრძელებს თავის საქმიანობას, „საქართველოს განვითარების ფონდში"  დასავლეთის მიმართულებას კურირებს. 

„მე ჩემს საქმიანობას ფონდით ვარეგულირებ პარტიასთან და ვაგრძელებ მუშაობას. რაც შეეხება გაერთიანების  სამომავლო გეგმებს,  მიმდინარეობს შერწყმა და სხვადასხვა საკითხებზე შეჯერება“, -განაცხადა მეფარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა მეფარიშვილი ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო სახლისათვის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, მანამდე კი ის "საქართველოს განვითარების ფონდშიც"  პაატა ბურჭულაძის გვერდით საქმიანობდა. 

ზაზა მეფარიშვილი 2013 წლის დეკემბრამდე შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი იყო. შემდეგ კი იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა და ამ პოსტზე ვახტანგ ბალავაძე ჩაანაცვლა.

მეფარიშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლიდან 2015 წლამდე იკავებდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა