ქუთაისში, 1 900 000 ლარად შეფასებული ქონება არ გაიყიდა
ქუთაისში გრ. ხანძთელის ქუჩა N21ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად მერიამ აუქციონზე გაიტანა. ქონება 1 900 000 ლარად არის შეფასებული. სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობის მიუხედავად ქონება აუქციონზე არ გაიყიდა. მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შენობა წლის ბოლომდე აუქციონზე გასაყიდად კვლავ გავა.
მიმდინარე წელს ბიუჯეტში პრივატიზებიდან 3 500 000 ლარს ელოდებიან. ცხრა თვის მონაცემებით, დაახლოებით 1 500 000 ლარის ქონება გაიყიდა, რაც პრივატიზებისთვის განსაზღვრული თანხის მხოლოდ 43%-ია.
წლის ბოლომდე თვითმმართველობას 2 მილიონი ლარის ქონების გაყიდვა მოუწევს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















