|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

11 000 აბონენტს ელექტროენერგია შეეზღუდება

21 ოქტომბერს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე „ღანირი-1“ და „ღანირი-2“ დაგეგმილი სამუშაოების გამო  დაახლოებით 11 000 აბონენტს ელექტროენერგია შეეზღუდება.

 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  ქ. ხონში და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საწულუკიძეო, ივანდიდი, გუბი, კუხი, სუხჩა, ხიდი, ნოღა, გორდი, კინჩხა, ძეძილეთი, ღვედი, გელავერი, მათხოჯი, ახალბედისეული, კონტუათი, ნახახულევი, დედალაური, ნამაშევი, ბესიაური, ქუტირი, ჯიხაიში. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით კომპანია პროფილაქტიკურ სამუშაოებს სისტემატურად ატარებს ელექტროგამანაწილებელ ქსელში.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა