110 ათას ლარად რეაბილიტირებული ბროსეს ქუჩა დაზიანდა
ქუთაისის ცენტრში მდებარე ბროსეს ქუჩას რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა. სამუშაოები 110 ათასი ლარად შპს "გზამდებმა განახორციელა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე დაიგო გრანიტის ფილებით, ამასთან ერთად მოეწყო ტროტუარები.
არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო, შპს–ს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება განმეორებით მოუხდა.
მიუხედავად დამატებით სამუშაოებისა ჩატარებისა გზაზე ხარვეზების შემჩნება რთული არაა. რამდენიმე დღის წინ კი ტროტუარზე ფილები ჩაინგრა.
მერიიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, ტროტუარის ქვემოთ გადის ღვარსადენის სისტემა. უხვმა ნალექმა გამოიწვია გზის გამორეცხვა ,რის გამოც დაზიანდა რამდენიმე ფილა. უახლოეს დღეებში მოხდება დაზიანებულის შეკეთება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















