13 და 14 სექტემბერს ქუთაისში კონცერტები გაიმართება
13 და 14 სექტემბერს ქუთაისში მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში კონცერტები გაიმართება. 13 სექტემბერს ვაჟა და რატი დურგლიშვილების საღამო გაიმართება.
14 სექტემბერს ქუთაისელ მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული საღამო ელით. 19:00 საათზე ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს მაია ბარათაშვილს, ზაზა მარჯანიშვილს და ზაზა მიმინოშვილს ახალი მუსიკალური პროექტით, რომლის პრეზენტაციაც სულ ცოტა ხნის წინ 11 სექტემბერს თბილისში შედგა. თეატრში ორივე კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებების მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
მოსაწვევების მიღება შეგიძლიათ კულტურის განყოფილებასა და მესხიშვილის თეატრის სალაროში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















