|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

14 - 15 მაისს, ქუთაისში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

სს „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ 220 კვ გადამცემ ხაზ „სათაფლიაზე“ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდინარე წლის 14 და 15 მაისს 11:00-დან14:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ქვესადგურ „მოწამეთადან“ გამავალ ფიდერებს: N129,ტელევიზია და წყალსადენი. ძაბვის შეზღუდვა შეეხება დაახლოებით 940 აბონენტს კლდიაშვილის, გელათის, კიბულას, ტყიბულის (ნაწილ.), განათლების (ნაწილ.) ქუჩებზე.

ინფორმაციას ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს. 

 

ავტორი: