|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შშმ პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად"

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად და განგრძობადად ექვემდებარებიან დისკრიმინაციისა და  დაჩაგვრის სხვადასხვა  ფორმას. NGO-ები სახელმწიფოს მოუწოდებენ მეტი ყურადღება გამოიჩინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.

„ სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების ეფექტური ამუშავება. ამასთან, არ გადახედა არსებულ კანონონმდებლობას და კვლავ ძალაში დატოვა სამედიცინო მიდგომა, რაც სრულად უარყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე გაგებას და შინაარს. სახელმწიფოს ასევე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომის უზრუნველყოფისა და არსებული სახელმწიფო სერვისების განვითარების თუ გაძლიერების მიმართულებით, რაც კვლავ განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვას.

მივიჩნევთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული არაერთი დაბრკოლების საპასუხოდ, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების სისტემური და განგრძობადი რეაგირების საგანი უნდა იყოს, სახელმწიფო არ აჩვენებს საკმარის ძალისხმევას და ნებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხს მწვავე გამოწვევად  ტოვებს დღის წესრიგში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა