|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერია სოციალურად დაუცველების შავ ზღვაზე დასასვენებლად 140 000 ლარს დახარჯავს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების და მათი მომვლელების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამით მოსარგებლე პირების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მერია დასვენების პროგრამას წელსაც აგრძელებს. მერია ტენდერს აცხადებს,   რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, კურორტული სამკურნალო- სარეაბილიტაციო მომსახურება უნდაგაეწიოთ.  ქალაქის თვითმმართველობამ ამ მომსახურებისათვის 140 000 ლარი გამოყო.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევა.

პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებას და ჯამრთლობის გაკაჟებას 400 ბენეფიციარი შეძლებს. მიმწოდებელი ვალდებულია ერთ ნაკადზე, 10 დღით,  არანაკლებ 80 ბენეფიციარის დასვენება უზრუნველყოს. მოთხოვნის მიხედვით ბენეფიციარების დაბინავება უნდა მოხდეს პირველ ზოლში, სანატორიუმის ტიპის კორპუსში. საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. დასასვენებელ სახლს უნდა გააჩნდეს პანდუსები, ასევე უზრუნველყოს სამაშველო და სადღეღამისო პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

პროგრამა გასულ წელსაც განხორციელდა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა