მრავალფეროვანი პროგრამა და გალაკონცერტი -"თბილისობა-2016"
დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება. წელს ღონისძიებების ეპიცენტრი რიყე, "ახალი ტფილისი" და ლეღვთახევია. იმართება კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები.
15 და 16 ოქტომბერს 12:00 დან 19:00 საათამდე ლეღვთახევში მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები დაიდგმება; ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში თბილისური ბაზარი მოეწყობა.
ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ხოლო რიყის პარკში სოფლის მეუნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა- გაყიდვა მოეწყობა.
15 ოქტომბერს მეტეხის ხიდს რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა დაიკავებს, 16 ოქტომბერს კი მეტეხის ხიდზე სპორტული ავტომობილების გამოფენა სახელწოდებით ,,არ ვარღვევ“ გაიმართება.
15-16 ოქტომბერს 12:00 -დან 19:00 საათის ჩათვლით რიყის პარკში საბავშვო ქალაქი მოეწყობა და ბავშვებს არაერთ სპორტულ და მუსიკალურ ღონისძიებას შესთავაზებს. რიყის პარკში ასევე გაიმართება სპორტული ღონისძიებები მოზრდილებისთვის და კულინარული შეჯიბრი, რის შემდეგაც, კულინარიული მასტერკლასები და დეგუსტაცია მოეწყობა.
"თბილისობა 2016" მუსიკალური ღონისძიებებითაა დატვირთული - 15 ოქტომბერს ევროპის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტები 12:00 საათიდან დაიწყება.
12:00 დან 19:00 საათამდე ,,ახალი ტფილისის“ ტერიტორიაზე DJ -ები წარსდგენიან. 16 ოქტომბერს კი ,,ახალ ტფილისში“ სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება.
19:00 საათიდან ევროპის მოედანზე სცენას ახალგაზრდების საყვარელი ჯგუფები ,,რეგიონი“, ,,ფრანი“ და ,,ლოუდსპეაკერს“ დაიკავებენ, ,,ახალ ტფილისში“ კი 19:00 -საათიდან მსმენელის წინაშე Yოუნგ Gეორგიან Lოლიტაზ წარსდგება.
16 ოქტომბერს ,,ახალი ტფილისი“ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის ,,ბიგ-ბენდის“ კონცერტს უმასპინძლებს. ასევე, დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენებიც.
,,თბილისობა 2016“ მეიდანზე, გალაკონცერტით ,,ჩემო თბილის ქალაქო“ დაგვირგვინდება, რომელზეც ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების თბილისისადმი მიძღვნილი სიმღერები შესრულდება.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისობის გამართვა მერიას, ტრადიციულად, 1 მილიონი უჯდება და წელს 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა. დაზუსტებულ ციფრებს კი მერია დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















