15 სექტემბერამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
                                                                                                                     
                
13-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 
უწყების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
თბილისში 13-14 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს- უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 13 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი.
 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +17, +19 გრადუსი.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 16:36
16:36 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31
















