|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

17 მაისს ქუთაისში პრეზიდენტს ელოდებიან

17 დან 20 მაისის ჩათვლით ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იმართება.  ფესტივალს, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. გიორგი მარგველაშვილს ქუთაისში ხვალ ელოდებიან.

 „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016“ ოფიციალური გახსნა  დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში 18 საათზეა დაგეგმილი.  

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენები, რომელიც  ოთხი დღის განმავლობაში გასტანს, გაიმართება ასევე პერფორმანსი და კონფერენცია.

"არტ ფორუმის"  ფარგლებში ქუთაისს 15 ქვეყნის 25 მხატვარი სტუმრობს.

ფესტივალს, 20 მაისს,  ანიტა რაჭველიშვილის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი დაასრულებს.

  

 

ავტორი: ნიუპრესი