|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

 „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით,  ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

2 თებერვალს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:

11:00-დან 14:00 საათამდე - 1136 აბონენტს რუსთაველის, გრიშაშვილის, გ.ტაბიძის, ჩეჩელაშვილის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე - 336 აბონენტს ახალგაზრდობის, წერეთლის, მახვილაძის, ჭავჭავაძის ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე - 549 აბონენტს ფალიაშვილის, ვარლამიშვილის, ლერმონტოვის, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა