20 იანვრის ყრილობას ქუთაისიდან 300-მდე დელეგატი დაესწრება
20 იანვრის ყრილობაში ქუთაისიდან 297 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში გამართულ კონფერენციაზე ახლახანს მიიღეს. კონფერენციაში მონაწილეობა პარტიის 417 -მა დეპუტატმა მიიღო.
კონფერენციას პარტიის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ვალერი კლდიაშვილი და საკრებულოს დეპუტატები გია უკლება და ბესო ბრეგაძე უძღვებოდნენ. ყრილობას დავით კირკიტაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რაც შეეხება საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს დავით გოგისვანიძეს, ის მსგავსად საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გია თევდორაძისა, ყრილობის ჩატარების მომხრე არ არის.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" 20 იანვარს 7 ათასი წევრის მონაწილეობით პარტიის ყრილობის გამართვას გეგმას. ყრილობის ამ ფორმით ჩატარებას პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ საააკაშვილის დარჩენის მომხრეები ითხოვენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















