|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გადანაწილდება პარლამენტში პროპორციული სიების მანდატები?

წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ პარლამენტში 44 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ 27-ს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 6 მანდატს მიიღებს. 
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 48,67 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27,11 %, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი 5,01 % მიიღო, რაც ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი წესის მიხედვით, სწორედ მანდატების აღნიშნულ რაოდენობას შეადგენს.
 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება. 

ქართული ოცნების 44 მანდატს  მაჟორიტარული წესით პირველ ტურში მოპოვებული 23 მანდატი ემატება.

არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით  50 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს, საიდანაც 18 თბილისის, 32 კი რეგიონების ოლქია.

 არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა