|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22-24 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  22 მაისს  დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი.  დაასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 26-28 გრადუსის ფარგლებში იქნება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში - 23-25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. შესაძლოა სეტყვა და სუსტი ქარიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით 20-25 გრადუსი დაფიქსირდება.

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი ხვალ თბილისშიცაა მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი. დღისით ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება.

23-24 მაისს, საქართველოში ინტენსიური წვიმა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა და ელჭექი.

23 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 27 გრადუსამდე, თბილისში - 25 გრადუსი.

24 მაისს, აღმოსავლეთ საქართველოში  დასავლეთის ქარი. 27 გრადუსი ტემპერატურა.   დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 22 გრადუსამდე დაიკლებს.


ავტორი: