26 მაისი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება.
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ნოქალაქევში, იყალთოსა და ვარძიაში ერთდროულად შედგება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა.თბილისში, რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები წარმოადგენენ თემატურ გამოფენებს და სხვადასხვა სახის სანახაობებს. მოეწყობა სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი და ინფორმაციული კუთხეები.
26 მაისის ღონისძიებებს ქუთაისში დაასრულებს გალა-კონცერტი, რომელიც ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, დღის ბოლოს „ბაგრატის ტაძრიდან“ ფრანებს გაუშვებენ.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















