27 ივნისს ქუთაისის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
27 ივნისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 5" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ახალგაზრდობის, ჩორგოლიანის, მახვილაძის, წერეთლის (ნაწილ.), გრ აბაშიძისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ დაწესებულებებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 2950 აბონენტს.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით ენერგოკომპანია ელექტროგამანაწილებელ ქსელსა და მოწყობილობებს პერიოდულად უტარებს პროფილაქტიკურ სამუშაობს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















