29 იანვარს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქუთაისში გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს.
დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
11:00-დან 14:00 საათამდე - 1091 აბონენტს შანიძის აღმართზე, წერეთლის, ფოთის, ლომონოსოვის, ბაქოს და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 17:00 საათამდე - 2 აბონენტს წერეთლის ქუჩაზე.
13:00-დან 16:00 საათამდე - 407 აბონენტს ი. აბაშიძის, 9 აპრილის, ზვიად გამსახურდიას, ორახელაშვილის, გუგუნავას და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















