|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

32 პროცენტი "ქართულ ოცნებას", 26 - "ნაციონალურ მოძრაობას“

32 პროცენტი "ქართულ ოცნებას" 26 - "ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთია NDI-ის უახლესი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები. მონაცემები  იმ გამოკითხული რესპოდენტების პასუხების მიხედვითაა შედგენილი, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

კვლევის  ავტორების თანახმად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, ამასთან არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი, შედეგები, შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა