|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხუთშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს გამოსახლება ემუქრება

ხუთი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი ნანა დეისაძე მთავრობას დახმარებას თხოვს. მრავალშვილიანი დედის განცხადებით, ის რამდენიმე წლის წინ დადგმული თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. დეისაძის განცხადებით, 2008 წელს სახლი იპოთეკით დატვირთა. ის თანხას ყოველთვიურად იხდიდა, თუმცა ერთხელაც, როდესაც დააპირა თანხის სრულად დაფარვა, კერძო მევახშეს მაია ქართველიშვილს შეხვედრა სთხოვა, თუმცა ქართველიშვილი მას არ შეხვდა. როგორც დეისაძე აცხადებს, მევალემ მობილური ტელეფონი გათიშა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მასთან უცხო ადამიანი მივიდა და უთხრა, რომ სახლი მის სახელზე იყო და უნდა დაეცალა.

„გვინდოდა ფული გადაგვეხადა, შევუთვალეთ, რომ მოსულიყო, მაგრამ არ გამოჩნდა. წლების მერე სხვა ადამიანი მომადგა და სახლი დამილუქა. მივედი გავტეხე ლუქი, შევედი და პოლიციასაც ვაცნობე, რომ დალუქულ სახლში შევედი და დამხმარებოდა მაია ქართველიშვილის პოვნაში, მაგრამ მაშინ არავინ მომაქცია ყურადღება. თუ დანაშაული ჩავიდინე, რატომ არ დამაჯარიმეს დაყადაღებულ სახლში შეჭრის გამო? მაგრამ პოლიციამ მშვენივრად იცოდა ამ ქალის ადგილსამყოფელი და იცოდა, რომ ის თაღლითურად მოქმედებდა. ოთხჯერ ისე გაიყიდა სახლი, მე არაფერი ვიცოდი. ახლა მეოთხე მფლობელი მედავება“, -განაცხადა ნანა დეისაძემ.

ოჯახს რამდენიმე დღის წინ ახალი მფლობელის ინიციატივით ელექტორენერგია ჩაუჭრეს. დეისაძე მთავრობას დახმარებას და თხოვს, რომ მევახშემ მას თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა დაავალოს.

ნანა დეისაძეს მხარდაჭერა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ გაუწია. წულაიას განცხადებით, ხელისუფლება ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე მოსახლოების ინტერესებს არ ითვალისწინებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა