|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იატაკის მეტლახი ჭერზეა აკრული"–ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი

"საპირფარეშოში, ჭერზე იატაკის მეტლახია აკრული. თავში რომ არავის დაეცეს, იძულებული გავხდით საპირფარეშო  დაგვეკეტა",  - აცხადებს "ნიუპრესთან" საუბარში  ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე. მისი თქმით,  უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები განმეორებით უნდა ჩატარდეს.

"გვინდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყოთ. პირველ ჯერზე ჰოლი, სალარო და საპირფარეშოები მოეწყობა. ძალიან უხარისხოდ გაკეთებული რემონტია. შპალერი იხევა.  მიმდინარეობს თანხის დაანგარიშება, მერია გვპირდება, რომ დაგვეხმარება"–განაცხადა ირინე ლომინაძემ.

სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება.

ქუთაისის ოპერის თეატრს რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა. სარემონტო სამუშაოები შპს „დაგიმ“   4 მილიონ 800 000 ლარად შეასრულა. განახლებული თეატრი მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე გახსნა. სამუშაოები უხარისხოდ რომ შესრულდა, ამის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა