"6 თვე ვეძებდით ადგილს საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად"
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასაშენებლად მუხრანის ტყე შეირჩა. მისი განცხადებით, გეოლოგიური კვლევის შემდეგ გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა ტერიტორიაზე უნივერსიტეტის მოწყობა.
"6 თვე ვეძებდით ადგილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასაშენებლად. ხუთი სხვადასხვა ადგილი განიხილებოდა და ახლაც განიხილება სხვა ადგილები. იმ შემთხვევაში თუ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე არ მოგვეცა საშუალება უნივერსიტეტის მუხნარის ტყეში აშენების სხვა ადგილი მოიძებნება. თუმცა არ ველოდებით პრობლემებს ადგილზე",–განაცხადა ქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, "ქართუ ჯგუფი" საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში აშენებს, რომლის ღირებულება 250 მილიონი ევრო იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















