|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილ ოჯახებს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი და ინვენტარი გადაეცა

ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი და ინვენტარი გადაეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესტუმრა. ღონისძიება ორ ეტაპატ ჩატარდა. პირველ ნაწილში ღია ფორუმი გაიმართა. მეორე ნაწილში პროექტის ფარგლებში "დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო" 5 დევნილ სტუდენტს ხელშეკრულებას გაუფორდა. მათ სასწავლო დაწესებულებაში ტრანსპორტირების ხარჯებსაც პროექტის დონორი ორგანიზაცია დაფარავს. 

ღონისძიების ფარგლებში თითოეულ დევნილს მცირე ბიზნესის დასაწყებად 500 ევროს ღირებულების საქონელი გადაეცათ. ასევე  სხვადასხვა ტიპის ინვენტარი, საკერავი მანქანები სამკერვალოსთვის, ტექნიკა სილამაზის სალონისთვის, სამშენებლო ინსტრუმენტები, დანადგარები ავტოსახელოსნოსთვის და სხვა. 

პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს.  მასშტაბური პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე"   მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი).

 (ფოტო-არქივი)

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა