|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 მაისს ქუთაისში ომის ვეტერანებს შეხვდებიან

 71  წლის წინ, 1945 წლის 8 მაისს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისს, მოსკოვის დროით, 9 მაისს დასრულდა.

 ამ დღესთან დაკავშირებით  ომის ვეტერანებს ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან. 11:00 სთ–ზე  ნინოშვილის სკერში მდებარე მემორიალს,  12:00 საათზე  საფიჩხია - ძმათა სასაფლაოს ყვავილებით შეამკობენ.  ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები საბრძოლო დიდების მემორიალსაც ეწვევიან.

ტრადიციულად, ქუთაისში მცხოვრებ ომის ვეტერანებს საჩუქრად თანხა გადაეცემათ.

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე. ამ ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი გაიწვიეს,  მათგან   300 000 დაიღუპა. 

8–9 მაისი გაეროს გენერეალურმა ანსაბლეამ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა სხოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა.

ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის რამდენიმე ვეტერანი ცხოვრობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი