8 ოქტომბერს გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტმა გამგებლებისა მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. შესაბამისი განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულება ასევე კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ.
როგორც ცნობილია, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა. ეს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.
გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ხარაგაულის, ჭიათურის, ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. მერს კი ქალაქ ახალციხეში აირჩევენ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















