|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადიდებულმა რიონმა ქუთაისში რამდენიმე სახლი დატბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ გვიან ღამით ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ადგილობრივების განცხადებით, წყალი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში შევიდა.

მათივე განცხადებით, გვიან ღამით მათთან მივიდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საბინაო სამსახურის წარმოამდგენლები. დღეს დილიდან კი გაწმენდით სამუშაოები დაიწყო.

ქუთაისის მერის განცხადებით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და საჭიროების მიხედვით მოსახლოებას დახმარებას აღმოუჩენენ.

ამ დროისთვის რიონის დონემ დაიწია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა