"აგონიაში არიან, აგებენ და აღარ იციან, რა მოიგონონ"-გიორგი ჭიღვარია ოპოზიციას პასუხობს
რა უნდა ვუპასუხო, აგონიაში არიან, აგებენ და აღარ იციან, რა მოიგონონ - ამგვარად გამოეხმაურა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია "გაერთიანებული ოპოზოციის" ბრალდებებს.
მერი ოპოზიციას მტკიცებულებების წარმოჩენას და მათი არსებობის შემთხვევაში პროკურატურისთვის მიმართვას ურჩევს.
"დადონ რამე ფაქტები, თუ აქვთ. ჩვენ ვიგებთ, დარწმუნებული ვართ. მაგ მიმართულებით არ ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, დადონ მტკიცებულებები, მიმართონ შესაბამის უწყებებს", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქართულ ოცნება“ ქუთაისში ამომრჩეველთა დაშინებაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის მოპოვებას უშუალოდ ქუთაისის მერი ხელმძღვანელობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















