აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გვირგვინით შეამკეს
2008 წლის აგვისტოს ომიდან რვა წელი გავიდა. 8 აგვისტოს ომში დაღუპულები ქუთაისში გაიხსენეს. დაღუპულთა მემორიალი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გვირგვინებით შემაკეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც დღევანდელი დღის შესახებ ისაუბრესს. მათი განცხადებით, რვა აგვისტოს ომში დაღუპულმა ვაჟკაცებმა სამშობლოს შესწირეს თავი, ამიტომ მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ და ყოველთვის გავიხსენოთ.
„ ჩვენ დღეს ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ამ ძალიან ტრაგიკულმა დღეებმა, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ რუსეთის შემოჭრისა და ოკუპაცის პირობებში. გმირებმა კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, რომ საქართველოს შეუძლია თავისუფლებისთვის წინ აღუდგეს ისეთ ძალასროგორიც რუსეთია. ამ ომმა ვერ გატეხა საქართველო. ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს გმირები არასდროს დავივიწყოთ“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ღონისძიების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ომში დაღუპული გმირის დიმიტრი ჯაილოვას ოჯახი მოინახულეს და მცირედი საჩუქარი გადასცეს. 2008 წლის აგვისტოს ომში 7 ქუთაისელი დაიღუპა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















