აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1000 ლარი გადაეცათ
აგვისტოს ომში დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა ქუთათელ გაენათელმა მეუფე კალისტრატემ. ცერემონილას ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები, რომელთაც სამშობლოს შესწირეს თავი.
„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი გმირებს, რომელთას სამშობლოს შესწირეს თავი. ეს არის ტრაგედიის დღე, ამავდროულად გმირობის დღე. რვა წელი გავიდა ამ საშინელი ამბიდან, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები შეეწირნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს დაეხმაროს მათ ოჯახებს. რამდენიმე ქუჩას, რომელთაც გმირის სახელი ეწოდათ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რადგან უხერხულია ქუჩას გმირის სახელი ერქვას და მოუწესრიგებელი იყოს“-განაცხადა შოთა მურღულიამ.
აგვისტოს ომში 7 ქუთაისელი ჯარისკაცი დაიღუპა. მერიის ინიციატივით, დღეს 1000 ლარი 9 ჯარისკაცის ოჯახმა მიიღო. მერის განცხადებით, ორო ჯარისკაცი რეგისტრირებული არ იყო ქუთაისში, თუმცა ცხოვრობდა ქუთაისში, ამიტომ თანხა მათაც გადაეცათ.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პაატა ნადირაძის განცხადებით, იმერეთმა აგვისტოს ომში 34 ჯარიკაცი დაკარგა. მათი ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებით სიმბოლურ თანხები გადაეცემათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















