|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტობანზე დასაქმებულები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

კომპანია ,,აკორდ ჯორჯიას" თანამშრომლები ფირმის ხელმძღვანელობას  სახელფასო დავალიანების დაფარვას თხოვენ. გასულ კვირაში თანამშრომლებმა გაფიცვა მოაწყვეს. ფირმის ხელმძღვანელები გაფიცულ თანამშრომლებს დაპირდნენ,  რომ პარასკევამდე ყველა დავალიანებას გაასწორებდნენ, იმ შემთხვევაში  თუკი საავტომობილო გზების დეპარტამენტი   ტენდერში გამარჯვებულ  იტალიურ  ფირმა ,,ტოდინს" მოსთხოვდა ქვეკონტრაქტორი ,,აკორდ ჯორჯიასათვის" 9 მლნ ლარის დავალიანების ჩარიცხვას .

გაფიცული თანამშრომლებმა დახმარების  თხოვნით პარლამენტის „ნაციონალ“ დეპუტატს   გიორგი თევდორაძეს მიმართეს. თევდორაძე ხელისუფლებას მიმართავს დაინტერესდეს  ,,აკორდ ჯორჯიაში" არსებული პრობლემებით.

,,მიუხედავად იმისა,რომ ერთი კვირის წინ ფირმის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით და დაპირებად მიიღეს, რომ პარასკევამდე მათ ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა თანხა. ისინი მოტყუებულები დარჩნენ ამჯერადაც. მინდა მივმართო ხელისუფლებას, დაინტერესდეს როგორც ამ ადამიანების ისე ,,აკორდ ჯორჯიაში" არსებული პრობლემებით,რადგან შეჩერებულია მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები და დასაქმებულების უკან ოჯახები დგანან,რომლებიც 4 თვეა ხელფასს ელოდებიან“,-განაცხადა თევდორაძემ.

 გაფიცული თანამშრომლები ადვოკატირებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის მიმართვას აპირებენ .

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა