"ამ ცხოვრების დედაც"- ქუთაისში 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს ეხმიანებიან
"ამ ცხოვრების დედაც", "სისტემა ყარს"-ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობების "რუსეთი ოკუპანტია" და "სირცხვილიას" წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით "ამ ცხოვრების დედაც" გამოფინეს. ისინი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ.
"სისტემა უნდა დაინგრეს, რომელიც წლების წინ ჩამოყალიბდა და დღესაც გრძელდება. რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, არის სისტემის ბრალი. ეს არის ბოროტება, რომელიც ხალხმა უნდა დავასრულოთ. დღეს გამოვეხმაურეთ მოზარდის გარდაცვალების ფაქტს, რომელმაც ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს უნდა დავასრულოთ"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
არსებული ინფორმაციით, ლუკა სირაძე პოლიციის ზეწოლის შემდეგ 11 დეკემბერს თვითმკვლელობის მიზნით 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, 6 დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამტრედიაში 22 წლის ბიჭმა პოლიციელის ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















