"ამ გრანდიოზული პროექტის ღირებულება ერთი მილიარდი ევროა"
"ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი - ეს ორი უდიდესი პროექტი ერთად, სერიოზულ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლებისადა მეცნიერების განვითარებას.
მინდა გითხრათ, რომ ორივე ამ გრანდიოზული პროექტის ღირებულება ერთი მილიარდი ევრო გახლავთ და მას მთლიანად აფინანსებს ფონდი ,,ქართუ"",- ამის შესახებ პრემიერმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, გარდა უზარმაზარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციისა, საუნივერსიტეტო ქალაქი თავად ქუთაისის განვითარებაშიც შეიტანს უზარმაზარ წვლილს.
"ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის პოზიციები, რომლებიც მას ტრადიციულად ჰქონდა. ეს იყო ინდუსტრიული ქალაქი, სადაც მუშაობდნენ საუკეთესო ინჟინრები, ტექნოლოგები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მე მჯერა, რომ ამაში საუნივერსიტეტო ქალაქი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ისტორიული პროექტებისთვის, რომელსაც ნამდვილად ექნება უდიდესი მომავალი და მთლიანად შეცვლის განათლების სისტემას. ეს არის მისი მხრიდან ძალიან დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც ათმაგად, ასმაგად დაგვიბრუნდება ყველას, მთელ საქართველოს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















