|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ ხელფასზე არავინ თანხმდება"– მთავარი არქიტექტორის პოსტი ვაკანტური რჩება

მომდევნო რეორგანიზაციამდე, სავარაუდოდ, ქუთაისს  მთავარი არქიტექტორი არ ეყოლება. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა განაცხადა. შოთა მურღულიას განცხადებით, შეთავაზებულ ხელფასს არავინ თანხმდება, ამიტომ მთავარი არქიტექტორის პოსტი თავისუფალია.

"ამ ხელფასზე არავინ  მოდის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში არქიტექტურას ყურადღება არ ექცევა. მოვალეობის შემსრულებლები არიან და გრძელდება სამუშაოები. რაც შეეხება მთავარ არქიტექტორს, სავარაუდოდ, მომდევნო რეორგანიზაციამდე არ გვეყოლება. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება ხელფასის გაზრდა, იმედია, დაინტერესებაც მოყვება", –განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში მთავარი არქიტექტორის პოსტზე წელიწადზე მეტია არავინ მუშაობს. მას შემდეგ, რაც არქიტექტურის სამსახური ზედამხედველობის დაქვემდებარებაში გადავიდა, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთავარი არქიტექტორის გარეშე  ხდება.

არქიტექტორისათვის განკუთვნილი ხელფასი 800 ლარს შეადგენს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა