|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამბიციური ვარ და ველოდი ამ შედეგს"-დიმიტრი მხეიძე

ქუთაისის #48 ოლქის დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ არჩევნების შედეგები შეაჯამა. მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შედეგებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ელოდა.

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩემს ამომრჩევლებს, მათ არ დაიზარეს და ორივე ტურში მიიღეს მონაწილეობა. შედეგებს რაც შეეხება, მე მივიღე ყველაზე მაღალი პროცენტი. ამბიციური ვარ და ველოდი ამ შედეგს. ბევრი ნაცნობი, მეგობარი და პაციენტი მყავს ამ ქალაქში, ამანაც განაპირობა ეს შედეგები. თუმცა  ჩემმა მეგობრებმაც მაღალი შედეგი მიიღეს. კობა ნარჩემაშვილი არის ძალიან კარგი პიროვნება და წარმატებული პოლიტიკოსი და მას ვერ გავეპაექრები, მან მოიპოვა გამარჯვება, ისევე, როგორც გენადი მარგველაშვილმა“,-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

მხეიძემ პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტის გადატანა არ იგეგმება, თუმცა ჯერ არ იცის, რა ფორმით იმუშავებს პარლამენტი ქუთაისში. რაც შეეხება მის პოზიციას გადატანის საკითხის დასმის შემთხვევაში, ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდი გააჟღერებს ამ საკითხს, ის გუნდს არ დაეთანხმება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა