„ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი არ იყო მზად სწორი ანალიზისთვის“(VIDEO)
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში ბრიფინგი გამართა. გია თევდორაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქუთაისმა ვერ გაისიგრძეგანა ის საშიშროება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოყვება.
„მადლობა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ორივე ტურში მხარი დაგვიჭირა. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ ადამიანების წინაშე გვაკისრია. მინდა მივულოცო გენადი მარგველაშვილს და იმედი გამოვთქვა, ამომრჩევლების ინტერესებს შესაბამის პასუხს გასცემენ. რაც შეეხება დამარცხების მიზეზს, ჩვენი გამარჯვება დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად გაისიგრძეგანებდა ამომრჩეველი იმ საშიშროებას, რომელიც საკონსტიტუციო უმრაველესობის მოპოვების შემთხვევაში დგება ქალაქის წინაშე. ვისურვებ ეს საშიშროება პარლამენტის გატანის, არ მოვიდეს სისრუელში, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე ქვეყანას არ ჩამოცილდება რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა“, -განაცხადა გია თევდორაძემ.
გია თევდორაძე კენჭს 47-ე ოლქში იყრიდა, მან ხმების 30,75% მოიპოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















