|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ან სიცოცხლე, ან სამართლიანობა - დასუფთავების ყოფილი თანამშრომელი შიმშილობას აცხადებს

ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, არავითარი წყალი, არავითარი საჭმელი,  ან ჩემი სიცოცხლე ან სამართლიანობა, - ამის შესახებ  "თბილსერვისის" ყოფილი  თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე აცხადებს, რომელიც "თბილსერვისის"  სისტემაში არსებულ კორუფციულ და ძალადობრივ გარემოზე ღია განცხადებები გააკეთა. 

მისი თქმით, დღეს ის  ჩანიშნულ თათბირზე არ შეუშვეს, სადაც კითხვების დასმას აპირებდა,  მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია..

როგორც ბაღდავაძე ამბობს, მერიას დაახლოებით 15-მდე თანამშრომელი მოსყიდული ჰყავს და მათ ალაპარაკებს, რომ ბაღდავაძეს თანამშრომლებთან კონფლიქტი აქვს. თავად ბაღდავაძე არსებულ კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მერიაში არსებულ კორუფციაზე საჯაროდ ილაპარაკა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა