|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასახელდება თუ არა ნიკა ლატარია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად?

გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“  მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად  ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს  ნიკა ლატარიას  დაასახელებს,  თავად ნიკა ლატარია არ ადასტურებს.

„ჩემთვის არა არის ცნობილი აღნიშნულის შესახებ. უკვე რამდენიმე ადამიანმა მკითხა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მართლა არ ვიცი,  რა და როგორ მოხდება. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია “,-განაცხადა  ნიკა ლატარიამ „ნიუპრესთან“ საუბრისას. 

 ნიკა ლატარია  "კონსერვატიული პარტიის" წევრია. როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური და რამდენიმე წევრი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "ქართული ოცნების" სიით მიიღებს. 

შეგახსენებთ,  "ქართული ოცნება" იმერეთის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას 18 ივლისს ქუთაისში გეგმავს. თუ ვინ შეიძლება დასახელდნენ აღნიშნულ კანდიდატებად, ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა