|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არაადექვატური შედარება გააკეთეს" - რაში დებს ბრალს ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციას?

"არაადექვატური შედარება გააკეთეს" - აცხადებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც ქუთაისის მერია შერჩევით სამართალში დაადანაშაულა. 

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განმარტებით, "ევროპა ჩვენი სახლიას"  ქმედება ზუსტად შეესაბამება კანონით გათვალიწინებულ შემთხვევას, რაც გზის სავალ ნაწილზე სტიკერების გაკვრას კრძალავს. 

"არაადექვატური შედარება გააკეთეს და თავად მოახდინეს იდენტიფიცირებაც, მათი ქმედება ზუსტად შეესაბამება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც გულისხმობს სტიკერების, ბანერების ან სხვა აქსესუარების გაკვრას გზის სავალ ნაწილზე, რაც პირველ შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმებას,  ან გაფრთხილებას ითვალისწინებს.  ყველა თანამოქალაქე, მათ შორის ეს იქნება საჯარო მოხელე, არასამთავრობო ორგანიზაციის, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ვალდებულია დაიცვას კანონი, რომ არ მოხდეს სამართალდარღვევა. ყველა თანასწორია კანონის წინაშე და ამ თანასწორობის პროინციპიდან გამომდინარე, ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება, ამოიწერა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც  გადაგზავნილია სასამართლოში", -განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების გამეორების შემთხვევაში მერია იგივეს გააკეთებს. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, რომელიც ქუთაისის მერისადმი მწვავე კრიტიკას არ იშურებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისის მერია შერჩევით სამართალში დაადანაშაულა. თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, ქალაქში უამრავი წარწერა და სტიკერია გაკრული, თუმცა ქუთაისის მერიამ მხოლოდ მათი დაჯარიმება მოითხოვა.  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა