„არც კი ვიცოდი, ჩემს შვილთან ხელშეკრულებას თუ აფორმებდნენ“
არასამთავრობო ორგანიაზაცია „საერთაშირისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონიტრინგის შედეგებს ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს. გრიგოლ მაჩიტიძე „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისი შვილი საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებებს არ აფორმებს და რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ამ საკითხით დაინტერესება მისთვის გაუგებარია.
„მე ბიზნესში ვიყავი და საჯარო სამსახურში რომ წავედი, შვილს დავუტოვე ბიზნესი. ის მუშაობს ბაღდათში და იყო ცემენტის ერთადერთი შემომტანი. ვერ მოხდა ქუთაისიდან შემოტანა, ამიტომ გაფორმდა ხელშეკრულება, სულ რაღაც 6 300 ლარზე. რა ინტერესია აქ, როდესაც მოგება მხოლოდ 100 ლარია? 100 ლარი თუ ყოფილა ჩემი ინტერესი აღარ ვიცი, რა გითხრათ. მე ვაფრთხილებ ჩემს შვილს, რომ არ გააფორმოს ხელშეკრულება საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, მაგრამ, ის ბაღდათში მუშაობს და ყველაფერს ვერ ავუკრძალავ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უცებ დასჭირდათ ცემენტი და გააფორმეს ხელშეკრულება, მე არც კი ვიცოდი ამის შესახებ“, – განაცხდა გრიგოლ მაჩიტიძემ.
მისივე თქმით, ვიდრე ის თავად იყო მეწარმე, მისი საწარმო ბაღდათში წლიურად 100–200 ათასი ლარის ცემენტს ყიდდა. „არასოდეს დამიმალავს, რომ 2003 წლამდე გამგებელი ვიყავი, მერე „ნაციონალებმა“ გამათავისუფლეს არ ჩამთვალეს საჭირო პირად და წავედი ბიზნესში. მათ დროსაც კი წელიწადში 100– 200 ათასი ლარის ცემენტს ვყიდდი. 2014 წელს თვითმმართვრლობის არჩევნების დროს რაიონს და ხალხს დავჭირდი და არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და მათ ვემსახურები. არ ვიცი, რატომ დაიწყეს ამაზე საუბარი, როდესაც სხვაგან მეტი დარღვევა შეიძლება იყოს, მაგრამ ის არ ჩანს და მხოლოდ ეს გამოჩნდა?“–განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ "გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტეის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში თანამდებობის პირთა ინტერესი იკვეთებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















