არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება
ცესკომ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა.
8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.
რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება.
№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















