არჩევნების მიმდინარეობას 91 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება
არჩევნების მიმდინარეობას 91 ადგილობრივი ორგანიზაცია გაუწევს მონიტორინგს. არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ დაძაბონ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
„მაქსიმალურად მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არ დაძაბონ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებით ამძიმებს ამ ფონს ძალადობრივი ფაქტები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა. ჩვენ მაქსიმალურად ვაკვირდებით საარჩევნო პროცესებს თბილისში და ასევე რეგიონებშიც“,- განაცხადა "საიას" თაავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
არჩევნებს დააკვირდება ასევე სახალხო დამცველის აპარატის აპარატი.
„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება. რამდენიმე ინციდენტს ქონდა ადგილი, მნიშვნელოვანია გამოძიებული იქნას ყველა ინციდენტი. 26 მობილური ჯგუფი იმუშავებს რეგიონებში, მაქსიმალურად მოვახდენთ რეაგირებას ყველა შეტყობინებაზე“,-განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებს 54 საერთაშორისო ორგანიზაციაც დააკვირდება. ისინი კენჭისყრის პროცესს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან. თბილისსა და რეგიონებში გაუწევენ მონიტორინგს. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ კი პირველ ბრიფინგს 9 ოქტომბერს გამართავენ, სადაც შეაჯამებენ პროცესს.
საარჩევნო პროცესში 25 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















