"არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ, დამოუკიდებლად მივიღებთ"
არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ, დამოუკიდებლად მივიღებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელიც დღეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით თანამოაზრეებს შეხვდა.
"ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს არის იმ დამფუძნებლების გადასაწყვეტი, ვისთანაც ამ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოვაყალიბებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
”ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და ახლა ვიწყებთ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორმირებას. ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს. მთავარი პრინციპი არის, რომ ჩვენ გვჭირდება სრულიად განახლება, ახალი თაობა პოლიტიკაში. ახალი თაობა პოლიტიკაში ნიშნავს ყველა თაობის ადამიანს, ოღონდ ახალს”, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, შემოუერთდებიან თუ არა მას "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები, ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ ფარულ მოლაპარაკებებს არავისთან აწარმოებს.
შეხვედრა ”ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ოფისში გაიმართა. გიორგი ვაშაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას უკვე შეუერთდა მონიტორინგის ცენტრი ,,მედიატორი”.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















