|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნებში ქალთა როლის გაზრდისა და გააქტიურებისთვის ქუთაისში აქცია გაიმართა

არჩევნებში ქალთა როლის გაზრდისა და გაქტიურებისთვის ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს ქალის როლის გაზრდისაკენ მოუწოდეს. მდუმარე აქცია ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა. მასში „ამომრჩეველ ქალთა კლუბის“ აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ.

„ფონდმა „სოხუმმა“ 2016 წლის 1 აგვისტოდან  ახალი პროექტი დაიწყო, რაც დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში  ამომრჩეველ ქალთა კლუბების გაძლიერებას ისახავს მიზნად.  ამ ქალაქებში ჩვენი აქტივისტები თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რაც პოლიტიკაში ქალის როლის გაზრდის ხელშეწყობას გულისხმობს. დღეს ამ პროექტის ფარგლებში შევიკრიბეთ და მდუმარე აქციით გამოვხატეთ ამ საკითხის მნიშვნელობა“, -განაცხადაა პროექტის კოორდინატორმა ლელა შენგელიამ.

აქცია  რვავე ქალაქში ერთობლივად გაიმართა.  ეს ქალაქებია: წყალტუბო, ქუთაისი,  ხონი, ხობი, ზუგდიდი,  სენაკი, ბათუმი და ოზურგეთი. პროექტის ფარგლებში თვითმმართველობებთან და პოლიტიკურ პარტიებთან გაფორმდება მემორანდუმი და გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა.

  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა