|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მშვიდობა ომზე მეტია“- საქართველოს ქალაქებში სოლიდარობის აქციები გაიმართება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს, 18:30 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება. აქციის დაწყებამდე  50-მდე მაღაზია,  რესტორანი და ბარი 2 საათით დაიხურება.

 ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის საქართველოს 12 ქალაქი, ასევე, 100-ზე მეტი კერძო კომპანია უერთდება.

მათივე თქმით, საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, აქციები ადგილობრივი თეატრების წინ მოეწყობა. 

ორგანიზატორების განცხადებით,  ეს არის სამოქალაქო სოლოდარობის აქცია და მასში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიები არ მიიღებენ. 

როგორც ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში აცხადებენ, აქციას ქუთაისში თეატრის წინ 18.30 საათზე გაიმართება.  

ადგილზე აქციას ორგანიზებას თეატრი გაუწევს, თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი სანთლებით ხელში შეუერთდება აქციის მთავარ  მოთხოვნას.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა