|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აღიარე ჩემი მკვლელობა"- ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

20 ნოემბერი ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღეა. ქუთაისში ქვიარ აქტივისტებმა ამ დღის აღსანიშნავად 3 ლოკაციაზე შავი ფერის ქსოვილი გადმოფინეს, სადაც ტრანსგენდერთა მკვლელობის შესახებ ინფორმაცია განათავსეს.

ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან აგრესიის გამოვლინების ხარისხი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საკმაოდ მაღალია, მხოლოდ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 3 ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. 

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1999 წლიდან, 20 ნოემბერს აღნიშნავს. ტრანსგენდერთა ხსოვნასთან დაკავშირებული ღონისძიება, პირველად 1999 წელს სანფრანცისკოში ტრანსგენდერი ქალი რიტა ჰესტერის მკვლელობის წლისთავზე ჩატარდა. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე