|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღინიშნება თუ არა 18 მაისს ეროვნული სამოსის დღე?

საქართველოში  ეროვნული სამოსის აღნიშვნის  დღის დაწესებას ითხოვენ. იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.   პირველ რიგში კი, ეროვნულ სამოსს, როგორც ისტორიულ ქმნილებას.  ის გამოხატავს ერის ისტორიას და უშუალოდ საზოგადოების ფორმირების ისტორიას, დროთა მანძილზე.

თუმცა ამ ღონისძიებას არ ექნება მხოლოდ ერთი ასპექტი - სამოსი. ღონისძიების ფარგლებში პოპულარიზაცია გაეწევა ყველა კუთხის წეს-ჩვეულებებს, მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, არქიტექტურას, ფოლკლორულ თუ ქორეოგრაფიულ ღირებულებებს. მათ შორის, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, აიწიოს განათლების დონემ ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის შესახებ, პოპულარიზებული იქნას ის მოსახლეობაში და უმთავრესად ახალგაზრდებში. 

ამასთან, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა  ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება  პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ეროვნულ სამოსს.

ეროვნული სამოსის დღეს 18 მაისი შეირჩა. ორგანიზატორები ამ დღის უქმედ გამოცხადებას ითხოვენ.

ავტორი: ნიუპრესი